05 ივნ 2026
„უნიმა საქართველოს“ ორგანიზებულ ქართული თოჯინების თეატრის შოუქეისზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლით ო-ჯახი წარსდგა.
სპექტაკლმა, რომელიც რეჟისორების, ნიკოლოზ საბაშვილის და ირაკლი კიკვაძის ერთობლივი ნამუშევარია დიდი მოწონება დაიმსახურა.
უნიმა, არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს თოჯინური ხელოვნების პროფესიონალებსა და მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან და პერიოდულად ატარებს სხვადასხვა სახის ფესტივალებსა და ქართული თეატრების შოუქეისებს.