05 ივნ 2026
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუმინეთის ქალაქ კონსტანცის პორტში თავდასხმა უკრაინული საზღვაო დრონით მოხდა, რომელთან სიგნალიც რუსეთმა ჩაახშო.
უწყების ცნობით, დრონმა კონტროლი დაკარგა და რუმინეთის სანაპიროსთან აღმოჩნდა. საზღვაო ძალებში აღნიშნავენ, რომ მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, რუმინეთთან კომუნიკაციაში არიან.
ცნობისთვის, დღეს რუმინეთის ქალაქ კონსტანცის პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა, რის შემდეგაც პორტიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.