უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

05 ივნ 2026

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან სამშობლოში 185 უკრაინელი დაბრუნდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაბრუნდნენ შეირარაღებული ძალების ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსაზურის ჯარისკაცები, ასევე რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დამცველებს შორის არის ერთი სამოქალაქო პირიც. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს რომ 185 რუსი სამხედრო დაიბრუნეს.