საჯარო ლექცია „ეროვნული მუზეუმის იდეის გენეზისი ქართული კინოს პირველი მხატვრის - დიმიტრი შევარდნაძის შემოქმედებაში „

05 ივნ 2026

„ეროვნული მუზეუმის იდეის გენეზისი ქართული კინოს პირველი მხატვრის - დიმიტრი შევარდნაძის შემოქმედებაში „ - საჯარო ლექცია ხელოვნებათმცოდნემ და ასოცირებულმა პროფესორმა ოლიკო ჟღენტმა წაიკითხა.

შეხვედრას აჭარის ხელოვნების მუზეუმში სტუდენტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოლიკო ჟღენტმა ისაუბრა დიმიტრი შევარდნაძის მოღვაწეობაზე, მისი საქმიანობის სფეროებზე, ქართული კულტურის განვითარებასა და ეროვნული კინოს ფორმირებაში შეტანილ წვლილზე. დიმიტრი შევარდნაძე არაეთი ფუნდამენტური კულტურული პროექტის ინიციატორად და საზოგადოებრივი საქმის ინსპირატორად გვევლინება.

ის აქტიუურად მონაწილეობდა ეროვნული კინოს ფორმირების პროცესში. მხატვრის კინომემკვიდრეობა მუზუმის გენეზისის და ევოლუციის იმ გზას გვიჩვენებს, რაც საბოლოოდ ეროვნული მუზუმის ინსტიტუციურ ფორმირებას განაპირობებს.