05 ივნ 2026
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარების, ენერგოუსაფრთხოებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესების შესახებ არსებული გეოპოლიტიკური გარემოს კონტექსტში.