პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას - პროკურატურა

06 ივნ 2026

პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადვოკატების განცხადებებს.

როგორც პროკურატურაში განმარტეს, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

„პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირის, 63 წლის ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა ამბობს, რომ გოგოლაძის ასაკიდან და პროკურატურის მიერ შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე შეთავაზებას დათანხმდა.

4 ოქტომბრის საქმეზე ჩადენილი დანაშაულის აღიარებებს კიდევ რვა ბრალდებულის აღიარება დაემატა. რვავემ თავი დამნაშავედ ცნო და სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება.