აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული 4  ირანული დრონი ჩამოაგდეს

06 ივნ 2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული 4  ირანული დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, აღნიშნული დრონები საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონში საზღვაო მიმოსვლას, რის შემდეგაც აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სანაპირო სადაზვერვო რადარის პოზიციებზე გორუკში და კუნძულ ქეშმზე, რათა აღეკვეთათ შემდგომი თავდასხმები და დაეცვათ საზღვაო უსაფრთხოება. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამერიკული ძალები სრულ მზადყოფნაშია თავდაცვის მიზნით უპასუხონ ირანის ნებისმიერ გაუმართლებელ აგრესიას.