მოჯტაბა  ხამენეის მრჩეველი - აშშ-სა და ირანს შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაყინულ აქტივებზეა დამოკიდებული

06 ივნ 2026

აშშ-სა და ირანს შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 24 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას. ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის მრჩეველმა განაცხადა. მოჰსენ რეზაის თქმით, „ბურთი ახლა ტრამპის მოედანზეა“. რეზაიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ახლა ჩიხშია შესული. გავრცელებული ინფორმაციით, ირანი აშშ-თან დროებითი შეთანხმების გაფორმებისთანავე გაყინული სახსრებიდან 12 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ხოლო დარჩენილ 12 მილიარდს კი მოგვიანებით ეტაპზე. აღნიშნულზე, ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებულები არიან, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი აქტივის განბლოკვით, შესაძლოა რეჟიმზე გავლენის მთავარი ბერკეტი დაკარგონ.