ვლადიმერ პუტინის პასუხი ვოლოდიმირ ზელენსკის წერილზე - ზელენსკის გამოხმაურება

06 ივნ 2026

რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას. სანკტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს უფლება ჰქონდა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებლად ეცნო.

ამასთან, პუტინმა დაამატა რომ ზელენსკის წერილის მიხედვით, რუსეთის მიზანია დონბასის გათავისუფლება, რასაც ზელენსკის აზრით ვერ მიაღწევენ, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონბასს გაათავისუფლებს. ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსული მხარე კვლავ ირჩევს ომს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს არ სურს ომის დასრულება.