საქართველოს სპორტის მინისტრმა ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი მიულოცა

06 ივნ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. გუნდურ შეჯიბრებაში ჭაბუკ ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი, ქალთა გუნდმა - მესამე, ხოლო ახალგაზრდებში ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონატს პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა.