06 ივნ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამუშაო ვიზიტი თურქეთში - დავით სონღულაშვილი თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აგროსასურსათო პროდუქციით ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა თურქ კოლეგასთან საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის, ხორცის და ხორცპროდუქტების როგორც თურქეთში ექსპორტის, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესაძლებლობების საკითხი განიხილა. საუბარი შეეხო ცხოველთა ვაქცინაციის თემასაც. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვრისპირა ტერიტორიებზე გაგრძელდება ერთობლივი შეწამვლითი და სხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენება აზიური ფაროსანას გასანადგურებლად.
განიხილეს ტყის მეურნეობის მართვის, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების მოწყობის საკითხებიც. გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის შესახებ.