06 ივნ 2026
საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილმა, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ბრიტანეთის მეფესთან აუდიენციისას, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს. მეფე ჩარლზ III-მ საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში.