საქართველოს დელეგაციამ საბერძნეთში საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენციაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები და საპორტო ინფრასტრუქტურის ინვესტიციები განიხილა

06 ივნ 2026

საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები, ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში, მეზღვაურთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები - ეს და სხვა საკითხები საქართველოს დელეგაციამ საბერძნეთში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენცია POSIDONIA 2026-ში გამართულ შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებზე განიხილა.

 გამოფენის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, შეხვედრები გამართა როგორც სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების, გემთმფლობელების, საზღვაო ბიზნესის წარმომადგენლებთან. უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველი მეზღვაურების მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციასა და ქვეყნის მზარდ როლზე რეგიონულ საზღვაო ინდუსტრიაში. ასევე საუბარი შეეხო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რომელთა ამოქმედებაც გაზრდის საქართველოს როლს რეგიონულ სატრანსპორტო გადაზიდვებში და აამაღლებს მის კონკურენტუნარიანობას შუა დერეფნის ქვეყნებს შორის.