06 ივნ 2026
ბათუმში საზეიმოდ დაიხურა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო, ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული მულტისპორტული ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ბადმინტონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა , სამი სამზე კალათბურთი, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი, მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ხელბურთი, სპორტის ამ სახეობებში ჩემპიონობისთვის იბრძოდა საქართველოს 12 რეგიონის 1200 სპორტსმენი.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმოადგენს პირველ მულტისპორტულ, მასშტაბურ შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღო საქართველოს ყველა რეგიონების ნაკრებმა გუნდებმა. პროექტის მიზანი სპორტის მასობრიობის ზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების აქტიურ ჩართულობა, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღვოდა მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები, რომელიც განხორციელდა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, ფესტივალში მონაწილე სპორტის სახეობების ეროვნული სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ორგანიზებით.
გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები. მესამე ადგილზე 288 ქულით იმერეთის ნაკრები გავიდა, მეორე ადგილი 369 ქულით აჭარის რეგიონის გუნდმა დაიკავა. საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი კი 932 ქულით თბილისის ნაკრები გახდა. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები შესაბამისი თასებითა და მედლებით ფესტივალის ორგანიზატორებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდპოვეს. საქართველოს ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.