06 ივნ 2026
აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა - ოპოზიციის ნაწილს პესიმისტური მოლოდინი აქვს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ შესაძლებელია პოზიტიურ, ორმხრივად სასარგებლო დღის წესრიგზე საუბარი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. მარკო რუბიოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რისი გაკეთება იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.