06 ივნ 2026
შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად თურქული დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემზე თავდასხმა მოხდა.
როგორც თურქული მედია თურქეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად ერთი მეთევზე დაიღუპა, ოთხი კი – დაშავდა.
მათივე ცნობით, DURU 67-ზე თავდასხმა 5 ივნისს განხორციელდა. თავდასხმის შემდეგ გემი ჩაიძირა, ხოლო დაშავებულების ევაკუაცია ახლომდებარე სეინერმა მოახერხა.