უკრაინამ სანქტ-პეტერბურგსა და კრასნოდარში სამხედრო ობიექტებსა და ნავთობ ბაზებზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა

06 ივნ 2026

უკრაინამ სანქტ-პეტერბურგსა და კრასნოდარში სამხედრო ობიექტებსა და ნავთობ ბაზებზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმა 140-ზე მეტი დრონით განხორციელდა, რამაც ერთ-ერთ ბაზაზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია. პარალელურად უკრაინული ძალები აქტიურად უტევენ რუსულ ლოგისტიკას ოკუპირებულ ლუჰანსკში. მომხდარს გამოემხაურა უკრაინის პრეზიდენტი, რომლის განცხადებითაც ეს შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის დაზვერვის მეომრების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია