სამხრეთ ლიბანში ისრაელის დარტყმის შედეგად ორი ლიბანელი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

06 ივნ 2026

სამხრეთ ლიბანში ისრაელის დარტყმის შედეგად ორი ლიბანელი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ლიბანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისრაელმა სამხედრო ავტომობილს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტს განიხილავენ და პირველადი შეფასებით, ავტომობილში ლიბანის არმიის ორი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, ავტომობილი საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადაადგილდებოდა სადაც „ჰეზბოლა“ აქტიურად მოქმედებს.