„თბილისი არენას“ ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების - ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას - სახელი მიენიჭა

06 ივნ 2026

„თბილისი არენას“ ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების - ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას - სახელი მიენიჭა. ფასადზე სპეციალური მემორიალური დაფაც გაიხსნა.  ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას ქართული კალათბურთის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით.    ოთარ ქორქია სამგზის ევროპის ჩემპიონი, ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი,  მოგვიანებით კი თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის რანგში ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია. ხოლო ნოდარ ჯორჯიკია ევროპის ჩემპიონი, ჰელსინკის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი, მრავალგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელია.