07 ივნ 2026
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულ ნაკრებს სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს.
ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ფრანკფურტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ კუმიტეში მესამე ადგილი მოიპოვა. ეროვნულმა ნაკრებმა ჰოლანდიის, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდები დაამარცხა, ხოლო თურქეთის ნაკრებთან შეხვედრა ანგარიშით 3:2 დათმო; მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კი საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 3:0 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
კონტინენტის პირველობაზე ქართველმა კარატისტმა ცოტნე სორდიამ ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ჩრდილოეთმაკედონელი ნედიმ შაქირი ანგარიშით 9:1 დაამარცხა.