სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების კახეთის რეგიონულმა ცენტრმა წვევამდელების ახალი ეტაპი გაიწვია

07 ივნ 2026

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების კახეთის რეგიონულმა ცენტრმა წვევამდელების ახალი ეტაპი გაიწვია - სამხედრო ქვედანაყოფში ახალგაზრდებს ჯარისკაცის ფორმა და აღჭურვილობა დაურიგდათ, რის შემდეგაც ისინი ყაზარმებში განთავსდნენ. წვევამდელები ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას 8 კვირის განმავლობაში  გაივლიან და საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს შეისწავლიან. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ.
კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები  სამხედრო ფიცს დადებენ და საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში ჩაირიცხებიან, სადაც სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ.  პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.