07 ივნ 2026
სამების ტაძარში, პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, პირველი და რიგით 73-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.
კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება. ოჯახებში მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსახურების შემდეგ, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე, მის ახალ ნათლულებს დალოცავს.
კათოლიკოს პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ 17 მაისს, სამების ტაძარში გამართულ "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებულ წირვაზე ისაუბრა.