სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩხრეკა და დაპატიმრებები მიმდინარეობს

07 ივნ 2026

სომხეთის ქალაქ გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაპატიმრებები მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ოფისებსა და კერძო საცხოვრებლებში მასშტაბური ჩხრეკები ჩაატარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა ბლოკ „სომხეთის“ შტაბ-ბინაში და დაკავებულია დეპუტატობის კანდიდაკი ასმიკ საჰრადიანი.
ჩხრეკა მიმდინარეობსა ასევე ადამიანის უფლებათა დამცველის კარაპეტ პოღოსიანის საცხოვრებელ სახლში. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანიც. „არმენპრესის“ ცნობით, ბეგლარიანს, რომელიც ერევანს 2009-2010 წლებში მართავდა და 2012-დან 2016 წლამდე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი იყო, ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფულის გათეთრება ედება.