07 ივნ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.
უწყების ცნობით, გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური, დღეს, სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.
მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.