07 ივნ 2026
საქართველოსთან იმდენად კარგი ურთიერთობები გვაქვს, რომ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე საუბარიც კი ძნელია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, საქმე ემოციებს ეხება. სომხეთსა და საქართველოს შორის ემოციები დიდი და სავსეა, მაგრამ არსებობს ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგი და ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. სომხეთის მე-9 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და პარტიების ორი ბლოკი - იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%.