საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

07 ივნ 2026

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირდა „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის განცხადებითაც, ის სომხეთის მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვას ელოდება.
არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა „ძლიერი სომხეთის ლიდერმა“ სამველ კარაპეტიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველასთან, როგორც ამერიკასთან ასევე რუსეთთან. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 14,46 პროცენტია, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია.
107 მანდატიან პარლამენტში, უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი. პარტიებმა ხმების 4%, ხოლო პოლიტიკურმა ალიანსებმა არანაკლებ 8% უნდა მიიღონ.