07 ივნ 2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. ბავშვები და მშობლები სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მივიდნენ.
ამ წუთებში კი დიუშენის სამადლობელი მარში იმართება რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე.
ცნობისთვის, მშობლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკემენტებით უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს.