საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

07 ივნ 2026

სომხეთი ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ კურსს ირჩევს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და ზუსტად 12 საათის შემდეგ დაიკეტა. ახლა არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ სომხეთი, არამედ მისი მეზობელი ქვეყნები და სტრატეგიული პარტნიორებიც ელიან.  107 მანდატიან პარლამენტში, უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი. პარტიებმა ხმების 4%, ხოლო პოლიტიკურმა ალიანსებმა არანაკლებ 8% უნდა მიიღონ. ადგილობრივები არჩევნებს სამი წლის წინ აზერბაიჯანთან სამხედრო მარცხის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობის გამოცდად აფასებენ.