ჟურნალისტები  აშშ  ელჩს  შეხვდნენ

05 ივნ 2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე სასაუბროდ დღეს მედიის წარმომადგენლები ამერიკის ელჩს შეხვდნენ. ჟურნალისტების ინფორმაციით, იან კელიმ განაცხადა, რომ საქმეზე მიმდინარე პროცესებს აკვირდება. შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.