08 ივნ 2026
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ 61 მანდატს მიიღებს, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 28 მანდატს. სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა საარჩევნო ბიულეტენების დათვლა. წინასწარი მონაცემებით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიამ ხმების 49.8% მიიღო.
მეორე ადგილზე 23.3%-ით პოლიტიკური ბლოკი „ძლიერი სომხეთია“, რომელსაც პრორუსი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს. პარლამენტში 11 მანდატი მანდატი ექნება ბლოკი „სომხეთს, პარტია „აყვავებული სომხეთს“ კი ხუთი მანდატი.
ფაშინიანმა ღამით გამოაცხადა თავისი პარტიის გამარჯვება და გამოთქვა რწმენა, რომ სამოქალაქო კონტრაქტის პარტია ერთპიროვნულად ჩამოაყალიბებს მთავრობას.