ფილიპინებში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

08 ივნ 2026

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა  მოხდა  ფილიპინების  სამხრეთ კუნძულებზე. სტიქიას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა.

ფილიპინების  საგანგებო სამსახურები და ხელისუფლება  ადასტურებენ  8 ადამიანის დაღუპვის ფაქტს  ქალაქ  გენერალ სანტოს სიტიში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ჩამოინგრა საშუალო სკოლისა და სწრაფი კვების რესტორნის შენობა. სტიქიის რაიონში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლება  დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გენერალ სანტოს სიტიდან 15 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.