08 ივნ 2026
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის − „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,.
პირველი ადგილი ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. საპრიზო ადგილები დაიკავეს ახალციხისა და ამბროლაურის სკოლის გუნდებმაც.გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და თასი გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ესწრებოდა, რომელმაც განსაკუთრებული გაამახვილა დაწყებით საფეხურზე ჭადრაკის სავალდებულო საგნად სწავლების მნიშვნელობაზე.