კალასი ირანის ომის დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს

08 ივნ 2026

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა  კაია კალასმა განაცხადა, რომ ირანთან ომი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს. ეს განცხადება კალასმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.  

ისრაელმა ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელა და ასევე სხვა სამხედრო ობიექტები დაბომბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შემდგომი თავდასხმებისგან თავის შეკავება სთხოვა. ეს ირანის  ენერგეტიკულ ობიექტზე განხორციელებული პირველი დარტყმაა 8 აპრილს შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

„აუცილებელია დიპლომატიური გადაწყვეტა და აშშ და ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ“ - განაცხადა კალასმა კვიპროსში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ.

კალასის თქმით, ჯერ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო შემდგომ  ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხების განხილვა.