ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 49.81% მოიპოვა

08 ივნ 2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნების ერთ მეხუთედზე ოდნავ მეტის შედეგების მიხედვით, მისმა პარტიამ ხმების დაახლოებით 54% მიიღო. გამთენიისას გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა მისი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ გამარჯვების შესახებ განაცხადა და მას „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა.

კვირას გამართული არჩევნები, რომელიც სომხეთში 2023 წელს აზერბაიჯანთან გამანადგურებელი სამხედრო დამარცხების შემდეგ პირველი საყოველთაო არჩევნები იყო, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ დასავლეთთან კავშირების გაღრმავებისა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის მცდელობად მიიჩნევენ მრავალწლიანი კონფლიქტისა და პოლიტიკური არეულობის შემდეგ. წინასწარი შედეგების თანახმად, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49.81% მოიპოვა, ხოლო პრორუსული „ძლიერი სომხეთი“ მეორე ადგილზე გავიდა ხმების 23.3%-ით. მესამე ადგილზე „სომხეთის ალიანსია“  9.9 %-ით, ხოლო პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ბარიერი ვერ გადალახა.  

3 მილიონიანი ქვეყნის ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო და ის  59%-ით განისაზღვრა. ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც სომხეთი დასავლეთთან დააახლოვა 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სამ მთავარ პრორუსულ ოპოზიციურ პარტიას დაუპირისპირდა. მისი მთავარი კონკურენტია სამველ კარაპეტიანი, რომელმაც გასულ წელს დააარსა „ძლიერი სომხეთი“ და ამომრჩევლებს  სომხეთის რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას დაჰპირდა.