კარიერის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

05 ივნ 2017

კარიერის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალ ქსელში 30-მდე აბონენტი ჩაერთვება. დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა მანამდე არ არსებობდა. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  87 ათასამდე ლარი გამოიყო.