მუნიციპალური ტრანსპორტის №2, №9, №12, №16, №20, №22, №26, №26ა, №33 სამარშრუტო ხაზები დაუბრუნდნენ მოძრაობის პირვანდელ სქემას - ბათუმის ავტოტრანსპორტი

08 ივნ 2026

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის №2, №9, №12, №16, №20, №22, №26, №26ა, №33 სამარშრუტო ხაზები დაუბრუნდნენ მოძრაობის პირვანდელ სქემას და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ აღნიშნული ცვლილებები.