08 ივნ 2026
აეროპორტის გზატკეცილზე, საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ხორციელდება აეროპორტის გზატკეცილის №1-დან №87-მდე მონაკვეთში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის წრიულის ჩათვლით, სადაც უკვე დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა და ასფალტის საფარის ორი ფენის დაგება.
აღნიშნულ მონაკვეთში დროებით აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა. ტროტუარების მოწყობის შემდეგ ასფალტის მესამე ფენა დაეგება. დარჩენილ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის მოწყობა ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ განახლდება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ტროტუარისა და ავტოსადგომების მოწყობა, გარე განათების ქსელის განახლება, თანამედროვე საგზაო ნიშნების განთავსება. სამუშაოების დასკვნით ეტაპზე შესრულდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა, ტერიტორიის გამწვანება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნარგავები. პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.