08 ივნ 2026
დაბა ჩაქვში მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აკურთხა.
ბაზილიკური ეკლესიის მშენებლობა დაახლოებით ორ წელში უნდა დასრულდეს, ნისი აგების ინიციატივა მამა არჩილ ჩხარტიშვილსა და გურამ კონცელიძეს ეკუთვნის,რომლებიც საქველმოქმედო ფონდ "ჩაქვი 2025" ის დამფუძნებლები არიან, მშენებლობაში ფინანსური მონაწილეობა მრევლს თავადაც შეუძლიათ.
ეკლესიის საძირკველის კურთხევას სასულიერო პირებთან ერთად მრევლიც ესწრებოდა,რომლებმაც მეუფესთან ერთად იგალობეს კიდეც,საძირკველში კი მორწმუნეებმა ქვები ჩააყოლეს,რომლებზეც მათი ოჯახის წევრების სახელები დააწერეს.
მშენებლობის ინიციატორები ამბობენ,რომ გარდა კეთილი საქმისა ,ეკლესიის აგება ჩაქვში ტაძრების სიმცირის გამო საჭიროებაც იყო ,რადგან არსებულ ეკლესიაში მრევლი ვერ ეტეოდა.
პროცესებს ესწრებოდა პოლიტიკური საზოგადოებაც.