14 ივნ 2026
,,ბათუმი ოპერის ჰანგებში“ ამ სახელწოდების გალა კონცერტი გაიმართა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. გალა კონცერტში ძირითადად მუსიკალური ცენტრის დასის საოპერო შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მუსიკოსებმა ადგილობრივებისთვის და ბათუმის სტუმრებისთვის ცნობილი ოპერებიდან საუკეთესო არიები შეასრულეს, როგორც სოლო ასევე დუეტები. საოპერო საღამოს პროგრამაში გამოცდილი კონცერტმაისტერები და მუსიკალური ცენტრის კაპელა მონაწილეობდა. კონცერტის სადადგმო ნაწილზე ცნობილმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ იმუშავა სცენოგრაფ ლომგულ მურუსიძესთან ერთად. ღონისძიების მიზანი საოპერო კულტურის ჰანგების პოპულარიზაცია და შენარჩუნებაა.