ბათუმის დარმატულ თეატრში მიუზიკლი „კინტოს“ საპრემიერო ჩვენება შედგა

14 ივნ 2026

ბათუმის დარმატულ თეატრში მიუზიკლი „კინტოს“ საპრემიერო ჩვენება შედგა. მაყურებლის წინაშე მთავარ როლში ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი წარსდგა. ჩვენებაში ასევე ცნობილი მსახიობები მარინა კახიანი, ნანული სარაჯიშვილი, ლაშა რამიშვილი,  დავით კვირცხალია,  ნიკო ნანიტაშვილი, კახა კუპატაძე  ეკა მინდიაშვილი, იური ფოფხაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, ნინუცა ბედიაშვილი და  ქორეოგრაფიული ანსამბლი "აფხაზეთი" მონაწილეობდნენ. აკაკი წერეთლის პიესის მიხედვით დადგმული მიუზიკლი "კინტო"  მე-19 საუკუნის თბილისზე გვიყვება და ქალაქის კულტურულ გარემოს გვაცნობს. საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და  ბათუმის მერიის მხარდაჭერით შედგა.