14 ივნ 2026
ევროპის უნივერსიტეტში“ მეანობა - გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე, მიხეილ სარჯველაძემ საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა “ეუ დენტი” და მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრი დაათვალიერა.
კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ „ევროპის უნივერსიტეტის “ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე ს მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დარგის განვითარებააკადემიური კვლევების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, მეანობა - გინეკოლოგიის მიმართულების სპეციალისტებმა, პროფესორებმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა წარადგინეს მოხსენებები თანამედროვე მედიცინის აქტუალურ საკითხებზე, განიხილეს კლინიკური შემთხვევები, საერთაშორისო გამოცდილება და მედიცინის უახლესი რეკომენდაციები. ღონისძიება წელს მესამედ ჩატარდა და მისი მიზანი პროფესიული ცოდნის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობაა.