შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე, სამუშაო ვიზიტით მადრიდში იმყოფებოდა

14 ივნ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე, სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს დედაქალაქ მადრიდში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, ესპანეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის გენერალურ კომისართან და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის უფროსთან.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა შეაჯამეს საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შედეგები, განიხილეს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.