14 ივნ 2026
სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ქვემო ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა სოფელ ომალოში ადგილობრივი მოსახლეობა გადაიყვანა. ასევე, ადგილზე გადაიტანეს პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტები. უწყების ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში, საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ომალოსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად პერიოდულ ფრენებს ახორციელებს.