14 ივნ 2026
ბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town-ის ოფიციალური გახსნა გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბათუმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინვესტიციები, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად ქალაქის ისტორიული იერსახისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ახალი სასტუმრო-კომპლექსის გახსნა ნიშნავს მეტ დასაქმებას და წარმატებულ ინვესტიციას რეგიონში.
სასტუმრო ბათუმის ძველი ქალაქის გულში, ისტორიულ შენობაშია განთავსებული. შენობა, რომელიც მე-19 საუკუნიდან ქალაქის სხვადასხვა ეპოქის ისტორიას ინახავს, რეაბილიტაციის შედეგად თანამედროვე სტანდარტების სასტუმროდ გარდაიქმნა.