აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ქედაში, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრში სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო

14 ივნ 2026

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. თარიღთან დაკავშირებით,  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ქედაში, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრში სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო და პროგრამებში ჩართული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გამართა, მოისმინა მათი საჭიროებები და მოსაზრებები. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები სამინისტროს პროგრამების პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან. სამედიცინო სერვისების გარდა, სამინისტრო სხვადასხვა სახის სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციას აფინანსებს, გასცემს 28 სახეობის დამხმარე საშუალებას, მხარდაჭერას უცხადებს შშმ მშობლებს და ორსულებს. მათივე ინფორმაციით, პროგრამებით სარგებლობს 5500-ზე მეტი ბავშვი და ზრდასრული, მათი საჭიროებებისთვის გამოყოფილია 13 მილიონ 500 000 ლარზე მეტი.