14 ივნ 2026
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ქართული ჟესტური ენის სამსაფეხურიანი კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსი გაიარეს როგორც სმენის დარღვევის მქონე პირებმა, ასევე მათმა აღმზრდელებმა, მასწავლებლებმა და იმ სპეციალისტებმა, რომლებიც სმენადაქვეითებულთა განათლებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით საქმიანობენ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კურსი ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.