კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 710-მდე გაიზარდა ებოლას დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა

14 ივნ 2026

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 710-მდე გაიზარდა, მათ შორის, 149 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ეს რიცხვი წარმოადგენს დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობას პარასკევის მდგომარეობით. სიტუაციური ანგარიშის თანახმად, წინა 24 საათის განმავლობაში 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Reuters-ის ინფორმაციითვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს 50 მილიონი დოლარის გამოყოფას ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციების კოალიციისთვის, რათა შეიმუშაონ სამედიცინო რეაგირება ებოლას ვირუსის იშვიათი შტამის წინააღმდეგ, რომელმაც აფრიკაში დაავადების აფეთქება გამოიწვია.