ვიქტორ ორბანი პარტია "ფიდესის" ლიდერად ხელახლა აირჩიეს

14 ივნ 2026

ვიქტორ ორბანი პარტია "ფიდესის" ლიდერად ხელახლა აირჩიეს. მან კენჭისყრამდე განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და პარტიის მომავალზე ისაუბრა. ორბანის თქმით, "ფიდესს" სჭირდება ცვლილებები, რათა ჩამოყალიბდეს ძლიერ ოპოზიციურ ძალად, რომელიც კვლავ შეძლებს ხელისუფლებაში დაბრუნებას. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, MTI-ის ცნობით, „ფიდესის“ პარტიულ ყრილობაზე 737 დელეგატიდან მას ხმა 729-მა მისცა. მის წინააღმდეგ არცერთი კონკურენტი არ იბრძოდა.