14 ივნ 2026
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის ფრონტის ხაზზე 179 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათ შორის 27 შეტევა პოკროვსკის, 22 კი ჰულიაი-პოლიეს მიმართულებით. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს სუმის ოლქში რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ხერსონისა და დონეცკის ოლქებში რუსული ძალების იერიშების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 13 დაიჭრა. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სლავიანსკში კიდევ რვა ადამიანი დაიჭრა. ამის პარალელურად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ტულას ოლქში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა სმოლენსკის ოლქშიც, სადაც ქალაქ ვიაზმას რკინიგზის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.