14 ივნ 2026
მასშტაბური სტუდენტური პროექტის - სტუდფესტის ფარგლებში, დედაქალაქში გარბენი გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.
სპორტული აქტივობა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. გარბენში სპორტსმენები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მარათონის ბოლოს გამოვლინდნენ სპორტული აქტივობის გამორჩეული მონაწილეებიც, რომელთაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ. პროექტი ქალაქში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. სტუდენტური ფესტივალი, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით ხორციელდება და მასში ჩართულია 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტი.